რომან გოცირიძე - პუტინის და ორბანის დროშა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ" და უმცირესობების დევნის ლოზუნგით იწყებს საარჩევნო კამპანიას

მაინტერესებს „ლგბტ პროპაგანდით" რომელიმე მინისტრმა ორიენტაცია შეიცვალა?! - პროპაგანდის შედეგების ერთი მაგალითი მოიყვანონ! უზნეო კამპანიას იწყებს „ქართული ოცნება" და პირდაპირ იმეორებს პუტინის გზას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" უმცირესობების დევნის ლოზუნგით იწყებს საარჩევნო კამპანიას.

„კონფრონტაციას აღვივებს „ქართული ოცნება", შუღლს თესავენ, პრემიერ - მინისტრი აბსურდულ რაღაცებს ამბობს, თურმე საფრანგეთში გამოკითხვა ჩაუტარებიათ და 22 პროცენტი თავს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანად მიაკუთვნებსო. პუტინის და ორბანის დროშა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ" და იწყებს უმცირესობების დევნის ლოზუნგით საარჩევნო კამპანიას. ისე მაინტერესებს თუ 22 პროცენტი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან, რამდენი გამოდის 88 დეპუტატიდან? 88- ის 22 პროცენტი ძალიან ბევრია. მაინტერესებს „ლგბტ პროპაგანდით" რომელიმე მინისტრმა ორიენტაცია შეიცვალა?! პროპაგანდის შედეგების ერთი მაგალითი მოიყვანონ! უზნეო კამპანიას იწყებს "ქართული ოცნება" და პირდაპირ იმეორებს პუტინის გზას, რომელმაც სწორედ მსგავს ლოზუნგებზე ააგო თავის პოლიტიკა,"- განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა