აშშ-ის სანაპირო დაცვა ადასტურებს წყალქვეშა ნავ “ტიტანის" ბორტის წევრების დაღუპვას და აცხადებს, რომ 5 მგზავრის ცხედარი შესაძლოა, ვერ იპოვონ, ვინაიდან,  “ეს წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა”

აშშ-ის სანაპირო დაცვა ადასტურებს წყალქვეშა ნავ “ტიტანის" ბორტის წევრების დაღუპვას და აცხადებს, რომ 5 მგზავრის ცხედარი შესაძლოა, ვერ იპოვონ, ვინაიდან, “ეს წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა”.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალის, ჯონ მოგერის თქმით, წყალქვეშა ნავმა “ტიტანმა“, რომელიც კვირას გაუჩინარდა, „კატასტროფულად აფეთქდა“.

აშშ-ის სანაპირო დაცვა “ტიტანის” მგზავრების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ადმირალმა ჯონ მაუგერმა ბრიფინგის დროს განაცხადა.

“აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთლიანი გაერთიანებული ხელმძღვანელობის სახელით უღრმეს მწუხარებას ვუცხადებ ოჯახებს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი იყო ეს მათთვის.

გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონტაქტი საფრანგეთისა და ბრიტანეთის გენერალურ კონსულებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ და მათი შეშფოთებები განხილულია”, - განაცხადა მაუგერმა.

ბრიფინგისას აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი იქნა აღმოჩენილი და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდა აფეთქება. მათი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა ეს ინციდენტი.

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, “ტიტანის” ხუთი მგზავრის ცხედარი შეიძლება ვერ იქნას ნაპოვნი, ვინაიდან, “ეს წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა”.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!