სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მოქალაქეთა ჯგუფი ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშას წვავს - პრეზიდენტის მისამართით ისმის შეძახილები: „მონა“, „აგენტი“

ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეთა ჯგუფმა ევროკავშირის დროშა დაწვა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მოქალაქეების თქმით, პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.

გავრცელებულ ვიდეო კადრებში მოქალაქე პრეზიდენტს „მონად, აგენტად, საქართველოს მტრად, მკვლელების შემწყალებლად“ მოიხსენიებს.

მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ მიკროფონი, რითაც პრეზიდენტს ნიკა გვარამიას მიერ რამდენიმე წლის წინ ჩაწერილი ვიდეომასალა მოასმენინეს, სადაც გვარამია პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე უკვე დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა