გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გასვლითი სხდომის ფარგლებში მაჭახელას ხეობაში იმყოფებოდა

აჭარაში, გასვლითი სხდომის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები მაჭახელას ხეობაში იმყოფებოდნენ, სადაც მაჭახელას ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი დაათვალიერეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

უწყების ცნობით, დეპუტატებმა ახალი საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს, სადაც ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი სახეობების ნიმუშებია გამოფენილი. მოინახულეს თოფი „მაჭახელას“ მონუმენტი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ ჩხუტუნეთში. დაათვალიერეს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა. გაეცნენ ხეობაში ალტერნატიული ენერგიის ბიომასის და მზის გამოყენების მაგალითებს, დაათვალიერეს მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები, ელექტროღობეები და სარეინჯერო ინფრასტრუქტურა.

„ეს არის უნიკალური ტერიტორია, რომელიც ორ კლიმატურ ზოლს აერთიანებს და ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად უკვე დაცული ლანდშაფტის დაარსებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივი ბიომრავალფროვნების დაცვის კუთხით და იმისთვის, რომ მეტი მნახველი, როგორც შიდა ასევე გარედან შემოსული ტურისტი იყოს მომსწრე და მნახველი იმ არაჩვეულებრივი ბიომრავაფეროვნებისა, რომელიც აჭარის რეგიონის ამ უნიკალურ ეკოსისტემას გააჩნია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის