შალვა პაპუაშვილი - საქართველო დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით და იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი - ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება, მით უფრო კარგი

საქართველო და ქართველი ხალხი დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით. ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას, მით უფრო კარგი, ამას ყველა მიესალმება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის აზრით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა იმ ქვეყანას მიესალმება, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.

„მივესალმებით ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო მოწინავეა ასოცირების "ტრიოში". ამ "ტრიოს" ორ წევრს აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო და ქართველი ხალხი დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით. ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას, მით უფრო კარგი, ამას ყველა მიესალმება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის