ანი წითლიძე - პარტნიორები რწმუნდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - ბიძინა ივანიშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები უნდა დასანქცირდნენ

ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ეს პოზიცია გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შეხვედრაზე - ბიძინა ივანიშვილი, ასევე "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული იმაში, რომ საქართველო იყოს "შავი ხვრელი", უნდა დასანქცირდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძე საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, დევიდ ო სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამეულის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პარტნიორების ინტერესი არის ძალიან მაღალი. ეს მიანიშნებს, დღეს რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო რწმუნდებიან იმაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და აქ რუსულ ინტერესს აძლიერებს. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ჩვენ ვითხოვთ და ეს პოზიცია გვაქვს ყველა შეხვედრაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მთავარი ოლიგარქი ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმის გამო, რასაც აკეთებს და აძლიერებს რუსულ ინტერესებს ამ ქვეყანაში. ასევე, უნდა დასანქცირდეს ყველა პასუხისმგებელი პირი "ქართული ოცნებიდან", უნდა დასანქცირდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული იმაში, რომ საქართველო იყოს ე.წ. შავი ხვრელი რუსეთისთვის. ამის ნათელი დადასტურებაა და შემთხვევითი არ იყო რამდენიმე დღის წინ რუსეთის საბაჟოს უფროსის განცხადება, როცა მან თქვა, რომ ზემო ლარსიდან ისინი ახერხებენ სანქციების გვერდის ავლას და ტვირთების გადატანას," - განაცხადა წითლიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის