მიხეილ სარჯველაძე - უსაფუძვლოა ოპოზიციის მოსაზრებები, რომ სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტი უკანასკნელი გაფრთხილებაა - ეს თანამშრომლობის დემონსტრირებაა

აბსოლუტურად უსაფუძვლოა ოპოზიციის მოსაზრებები, რომ სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გაფრთხილებაა, ან უკანასკნელი გაფრთხილება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მათი საქართველოში ვიზიტი თანამშრომლობის დემონსტრირებაა.

„საზოგადოდ, ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ინტერესი დაკავშირებულია სანქციების აღსრულებასთან. ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად არიან ინფორმირებულები სანქციების სისტემის თაობაზე, პირადად დარწმუნდებიან, რომ დღეს საქართველოს მიმართ ობიექტურად კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებისთვის მიზეზი არ არსებობს. არამც და არამც არ შემიძლია დავეთანხმო ოპოზიციის იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ეს არის არამც თუ ბოლო, არამედ საერთოდ გაფრთხილება. მგონია, რომ ეს არის პირველ რიგში, თანამშრომლობის დემონსტრირებაა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ოპოზიციის მოსაზრებები, რომ თითქოს, ეს არის გაფრთხილება, ან უკანასკნელი გაფრთხილება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი საქართველოში შეხვედრებს მმართავენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის