ირაკლი კობახიძე - გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში

ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ვფიქრობთ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს ძალები, გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადება შეაფასა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ხელოვნურად შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში.

„მე არ ვიცი, რატომ არის კონკრეტული ადამიანების ინტერესებში, რომ ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში. აღნიშნულზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ეს მიზანი ჩაიდო თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებაში, პირველ ვერსიაში კიდევ უფრო მეტად მძაფრად, ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ვეტო. ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ვფიქრობთ, ეს არის რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს ძალები, გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ხელოვნურად შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში“,-აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება