უკრაინაში ჯარის განსაკუთრებული სახეობა - სანაპირო-სამხედრო ძალები აღადგინეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში სანაპირო-სამხედრო ძალები აღადგინეს, რომლებმაც შარშან „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსული ფლოტის ფლაგმანი „მოსკოვი“ ჩაძირეს.

როგორც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერი, დიმიტრი პლეტენჩუკი აცხადებს, იმის წყალობით, რომ თურქეთი ჯერჯერობით ბოსფორის სრუტეში არცერთ სამხედრო ხომალდს არ ატარებს, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა შავ ზღვაში თავისი დაჯგუფების შევსებისთვის, შესაბამისად, რუსული ხომალდები იძულებულნი არიან საკმაოდ შორს იდგნენ უკრაინის შესაბამისი ქვედანაყოფებისგან.

"ახლა რუსეთის სახომალდო შემადგენლობა შავი ზღვის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი ნაწილი რეგიონალურ, აზოვის დაჯგუფებად გარდაიქმნება, მაგრამ ამას დიდი აზრი არ აქვს, რადგან გვახსოვს, რით დამთავრდა რუსული დიდი სადესანტო ხომალდებისთვის ბერდიანსკის ნავსადგურში გაჩერება - მაინც მივწვდებით", - განაცხადა დიმიტრი პლეტენჩუკმა.

რაც შეეხება ფლაგმან "მოსკოვის" ჩაძირვას, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერის თქმით, მისიგანადგურება, არა მარტო საიმიჯო დარტყმა იყო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა ეს ფლაგმანი რუსეთის შავი ზღვის დაჯგუფებას სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფდა.

"უკრაინაში რუსეთის ჯარის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში შავ ზღვაში, ჰორიზონტზე, ჯერ კიდევ მოჩანდა რუსული სადესანტო ხომალდები. ახლა ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვა, მისი განადგურება, არა მარტო საიმიჯო დარტყმა იყო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფლაგმანი რუსეთის შავი ზღვის დაჯგუფებას სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფდა და ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საფარველს ახორციელებდა ", - განმარტა სპიკერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის