ოპოზიციის ნაწილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონს აკრიტიკებს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს

ოპოზიციის ნაწილი „მაუწყებლის შესახებ" კანონს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა მას უკანონოდ უყარა კენჭი მეორე მოსმენით. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში ბრიფინგი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, არმაზ ახვლედიანმა და ხატია დეკანოიძემ გამართეს.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, პროექტის ის ვერსია, რაც მეორე მოსმენით დაამტკიცეს, განსხვავდება თავდაპირველი ვერსიისგან, რომელიც იყო სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკების შედეგად წარმოდგენილი.

"უკანონობა რაში მდგომარეობს -კანონი თავდაპირველად აბსოლუტურად სხვა ვერსიით იყო წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებით. თუმცა, გააფორმეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს გაუქმება და დირექტორის არჩევის წესი გადასცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. ეს არის აბსოლუტურად შეუთანხმებელი ვერსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ პირებთან, ეს არის პრაქტიკულად აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოსთვის დამოუკიდებლობის წართმევა, რასაც აკეთებენ ამორალურად. ამბობენ, რომ ეს არის მათი უფლებების გაძლიერება, რადგან ფინანსური სარგებელი ექნებათ მეტი. სინამდვილეში კი ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილიალი უფლებაწართმეული აჭარის ტელევიზია. ესაა მავნე კანონი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს დაიმორჩილოს სრულად საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანო სამეურვეო საბჭო. ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ჩატარებული კენჭისყრა არის უკანონო და ძალადობა თავისუფალ მედიაზე და მედია სივრცეების მიტაცება ხელისუფლების მიერ,"- განაცხადა კორძაიამ.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ნაწილობრივ დემოკრატიული სივრცეებიც გაანადგუროს.

"არაფერი ახალი არ ხდება, "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ანადგურებს აქა- იქ შემორჩენილ ნაწილობრივ დემოკრატიული ხასიათის მქონე სივრცეებს. ასეთი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაც პროექტით არის გათვალისწინებული, ნიშნავს ძალიან ვერაგულ გადაწყვეტილებას აჭარის ტელევიზიის და რადიოსთან მიმართებით. ეს გამოიწვევს ისედაც შერყეული დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირებას, შეცვლას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ეს გავაპროტესტოთ ყველა შესაძლო ფორმით და საზოგადოებას მოვუწოდოთ, დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებელი,"- განაცხადა ახვლედიანმა.

ინფორმაციისთვის, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში ერთიანდება.

შესაბამისად, ყველა ის უფლებამოსილება, რაც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გააჩნია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში გადადის. “ბორდში“ აჭარის ტელევიზია სამი წარმომადგენლით იქნება წარმოდგენილი.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სწორედ ასეთი შინაარსის ცვლილებებით და განახლებული რედაქციით უყარა კენჭი “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს, რომელიც მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი