ირაკლი ღარიბაშვილი - ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური - ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა

რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური - ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის მთავრობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გამოწვევაა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„დიდი პატივია ჩემთვის, წარმოგიდგინოთ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. კარგად მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსთვის ურთულეს, გამწვევებით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება,“ -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება