პრემიერი - ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობის დაფინანსებით წელს დაიწყება - სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იმ ინვესტორის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესი გამოხატა.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„ანაკლიის პორტის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ამ საკითხების დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი. თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით. მინდა გითხრათ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წელს ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად, პარალელურად გავაგრძელებთ ინვესტორებთან მოლაპარაკებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება