ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც არ მიუღია წარმოებაში, 2012-მდე საშინელება ხდებოდა, ჯოჯოხეთი იყო მოწყობილი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც კი არ მიუღია წარმოებაში, 2012-მდე საშინელება ხდებოდა, ჯოჯოხეთი იყო მოწყობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ევროპაში მოსყიდულ ლობისტებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად არნახულ კამპანიას ეწევა მაშინ, როცა ქვეყანა ძალიან დიდი ცვლილების, ტრანსფორმაციის ეპოქაში იმყოფება.

„რაც მთავარია, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, მე მინდა კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტი მოგიყვანოთ. აი, ამ რეფორმების ეფექტიანობაზე, ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი, ძვირფასო დეპუტატებო, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომელსაც ვერავინ გააყალბებს და შეუძლებელია ამით მანიპულირება. ამ სტატისტიკის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც კი არ მიუღია წარმოებაში 2012 წლის შემდეგ. 2012-მდე საშინელება ხდებოდა, ჯოჯოხეთი იყო მოწყობილი, ჯოჯოხეთი პირდაპირ. ეს ადამიანები ჩადიან ევროპაში, თავიანთ მოსყიდულ ლობისტებთან ერთად, არნახულ კამპანიას ეწევიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. თან ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ, მე ვიტყოდი ძალიან დიდი ცვლილების, ტრანსფორმაციის ეპოქაში. ასეთ დროს, თუ ვინმე აკეთებს ანტიქართულ საქმეს, ეს არის ჩვენი განადგურებული ოპოზიცია. კიდევ ვიმეორებ, ეს არის თქვენი სახე, თქვენს ქმედებაში არის გამოხატული თითოეული ანტიქართული ქმედება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის