პრემიერი - შობადობის კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს, პრობლემებია მეგობრებო - ამიტომ თამარ კორძაია იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ, არამედ დააინიციროს პროგრამა: „მინიმუმ, 4 შვილი“

ჩვენ, შობადობის კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს, პრობლემებია მეგობრებო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ოჯახების გაძლიერების პაკეტს ამუშავებენ.

„ამიტომ, ქალბატონი თამარი [კორძაია] იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ, არამედ გამოვიდეს ინიციატივით - მინიმუმ, 4 შვილი - პროგრამა დააინიციროს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ქალბატონ თამარს, თუ ამ პროგრამას ინიცირებას გაუკეთებს. ოჯახების გაძლიერების პაკეტს ვამუშავებთ, ზოგადად, ოჯახის გაძლიერების მიმართულებით უფრო ძლიერი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ბინების შეძენაში ვეხმარებით და ვასუბსიდირებთ საპროცენტო განაკვეთს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გვინდა კომპლექსური პაკეტი წარმოვადგინოთ ოჯახების გაძლიერების, რომ მეტი მოტივაცია გაუჩნდეთ ახალგაზრდა წყვილებს შვილების გაჩენის. კვლევა ჩავატარეთ, ძალიან საინტერესო და ამავდროულად, ძალიან დამამწუხრებელი ტენდენციები გამოიკვეთა. ხშირად, ახალგაზრდა წყვილი სხვადასხვა პირობების გამო, შვილებს არ აჩენენ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეიძლება ბინა იყოს, ამაში შეიძლება ჩვენი დახმარება - გრძელვადიანი კრედიტები, ამ პაკეტს დავამუშავებთ, შეთავაზებებს გავუკეთებთ საზოგადოებას, უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის