ვასო ურუშაძე - უკრაინის ხელისუფლების მიერ Georgian Airways-ის და მისი დამფუძნებლის დასანქცირება არის პროცესი, რომელიც შეუქცევად ხასიათს მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მიერ Georgian Airways-ის და მისი დამფუძნებლის დასანქცირება არის პროცესი, რომელიც შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ის კომპანია, რომელიც ღიად ითანამშრომლებს პუტინის ტერორისტულ რეჟიმთან, მოექცევა როგორც უკრაინის ხელისუფლების, ასევე მთლიანად ცივილიზებული სამყაროს სანქციების ქვეშ, იქნება ეს შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი თუ ა.შ.

„სამწუხაროა ის, რომ ეროვნული ავიაკომპანია, რომელიც არის ფლაგმანი, არის სახელმწიფოს კონტრაქტორი, დღეს უკრაინის მიერ სანქცირებულია და ეს არის „ქართული ოცნების”, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანის“ არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი, პრორუსული ხელისუფლების დამსახურება. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ავიაციის სექტორში, განიცდის ამ ყველაფერს. ეს გარემოება მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში ავიაციის განვითარების პერსპექტივას, იმ შესაძლებლობის რეალიზებას, რომელიც ჩვენ მოგვეცემა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

ბიძინა ივანიშვილს, მის ოლიგარქიულ კლანს და იმ პირებს, რომლებიც პირადი ინტერესებით არიან შემოფარგლული და არ აინტერესებთ სახელმწიფოს ინტერესი, არ აინტერესებთ ავიაციის განვითარება, ჩვენი ქვეყნის მომავალი და პერსპექტივა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციების გვერდის ავლაში და აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა იმ პირობებში, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ჩამოყალიბდა, რომ პუტინის ტერორისტული რეჟიმი უნდა დამარცხდეს, რაც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეკონომიკური თავისუფლების და განვითარების რეალური შესაძლებლობა“, - აცხადებს ვასო ურუშაძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის