საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესპანეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ულოცავს.

როგორც დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, საქართველო მზადაა ესპანეთთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად იმუშაოს.

„ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ესპანეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ესპანეთთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, ესპანეთის სამეფო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან გახდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა