სალომე ზურაბიშვილი - არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არ მოცემა შეცდომა იყო, როგორც მოქალაქეს, მეწყინა, მაგრამ ეს იყო გაფრთხილება - რუსეთმა ჩვენთან რაც დაიწყო - ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება

არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არ მოცემა შეცდომა იყო. მე, როგორც მოქალაქეს, მეწყინა, მაგრამ ეს იყო გაფრთხილება, რომ თქვენ კიდევ მეტი უნდა გააკეთოთ - რუსეთმა ჩვენთან რაც დაიწყო - ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ყველას აქვს საკუთარი სათქმელი, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ კანდიდატის სტატუსის მოცემა სწორი გადაწყვეტილება იქნება.

„ჩემი შინაგანი რწმენაა, რომ შეგნება იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ საქართველომ არ მიიღოს მეორედ ეს სტატუსი, არსებობს იმ ადამიანებთან, ვისთანაც მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა - ევროკავშირის ქვეყნების თუ სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არ მოცემა შეცდომა იყო. მე, როგორც მოქალაქეს, მეწყინა, მაგრამ ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო გაფრთხილება, რომ თქვენ კიდევ მეტი უნდა გააკეთოთ. მთელი ეს პერიოდი, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, რუსეთი ყველაფერში ცდება. მისი ყველა ნაბიჯი მცდარია. ადამიანის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე, რომ ყველაფერი უკუღმა მიდის. რუსეთმა ჩვენთან რაც დაიწყო - ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება. შეიძლება ჩვენმა მთავრობამ ვერ გაიგო, მაგრამ ევროკავშირმა გაიგო, რომ აქ არის Soft Power თამაში და არ აქვთ მათ სურვილი, რომ ხელში მისცენ ასეთი გამარჯვება იმ დროს, როდესაც უკრაინა თავის ფრონტზე იმარჯვებს. ამიტომ, მგონია, რომ რეალური შანსი არსებობს. თუმცა ჩვენც უნდა მივცეთ ხელში რამე, რომ ეს შეძლონ. ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, თუმცა არა მხოლოდ - არსებობს ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები. ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელი, რათა ბოლომდე დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს პირობები, რეკომენდაციები არსად წავა. ეს რეალურად არის ის, რაც ჩვენ გჭირდება, რათა ქვეყანა საბოლოოდ გამოვიდეს საბჭოთა მენტალობიდან და სტრუქტურებიდან. ამიტომ, ეს ჩვენ გვჭირდება. ეს ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის