გია ვოლსკი - უსაფუძვლო აღფრთოვანება ვიხილეთ იმ პროცესების გამო, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობდა - არასერიოზულობის გარდა, ეს მავნებლობაა

უსაფუძვლო აღფრთოვანება ვიხილეთ იმ პროცესების გამო, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკი აცხადებს, რომ არასერიოზულობის გარდა, ეს მავნებლობაა.

„აქ მოგონილი არაფერი არ არის, ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა მოვლენები. მათ გადაწყვიტეს, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა არის იმის წინაპირობა, რომ საქართველომაც ხელი გამოიღოს და თავის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ეს არ არის ახალი თემა, ეს არის ის პროცესი, რომელსაც ინტენსიურად მხარს უჭერდა რადიკალური ოპოზიცია, რევოლუციურ კომიტეტად ჩამოყალიბებული ოპოზიცია და ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ბოლო პერიოდშიც უსაფუძვლო აღფრთოვანება ვიხილეთ იმ პროცესების გამო, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. არასერიოზული დამოკიდებულების გარდა, ეს ეს იყო გამეორება იმ მავნებლური გამღიზიანებლური პოლიტიკისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა