ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და რეჟიმის სხვა წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ კალანდარიშვილს, როგორ შეიძლება ეს იყოს არგუმენტი პრეზიდენტისთვის, ეს არის საბაბი, რითაც ცდილობს, ხელოვნური კრიზისი შექმნას - ამას ვერ დავუშვებთ

გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და მაშინდელი რეჟიმის სხვა წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ კალანდარიშვილს და ცესკოს 2 წევრს. როგორ შეიძლება ეს იყოს არგუმენტი პრეზიდენტისთვის. ხომ ჩანს, რომ ეს არის საბაბი, რომლითაც ცდილობს პრეზიდენტი ხელოვნური ინსტიტუციური კრიზისი შექმნას ცესკოში, რაც არასწორია. ამას ვერ დავუშვებთ,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ცესკომ რამდენიმე არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ნული კრიტიკით.

“2 წელიწადზე მეტია, ცესკოში არ გვყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე და ორი წევრი. არის გიორგი კალანდარიშვილი, მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, რომლებმაც რამდენიმე არჩევნები ჩაატარეს, მათ შორის, ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით და შემდეგ შუალედური არჩევნები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ არცერთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები არ ყოფილა.

ეს ადამიანები კიდევ ერთხელ იღებენ კონკურსში მონაწილეობას, კონკურსი ავლენს, რომ ისინი საუკეთესოები არიან კომპეტენციით და კეთილსინდისიერებით და მაინც არ წარადგენს მათ პრეზიდენტი. საბაბი რა არის? საბაბი არის ის, რომ აგერ ეს ადამიანები, როგორიც არის გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და მაშინდელი რეჟიმის სხვა წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ კალანდარიშვილს და ცესკოს 2 წევრს. როგორ შეიძლება ეს იყოს არგუმენტი პრეზიდენტისთვის. ხომ ჩანს, რომ ეს არის საბაბი, რომლითაც ცდილობს პრეზიდენტი ხელოვნური ინსტიტუციური კრიზისი შექმნას ცესკოში, რაც არასწორია. ამას ვერ დავუშვებთ. არ მგონია, ეს მისი პიროვნული ინტერესი არ არის, ის მოქმედებს ერთგვარი დაკვეთით.

ცესკომ რამდენიმე არჩევნები ჩაატარა უმაღლეს დონეზე, ნული კრიტიკით“,- აღნიშნა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის