სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოიყენებს იმისთვის, რომ თქვას: „აი, ნახეთ, რა ცუდია უკრაინის მთავრობა“ - პასუხისმგებლიანი მთავრობა ამ საკითხს სხვანაირად მიუდგებოდა

შიდა დაპირისპირებას გადაჰყვა საგარეო ურთიერთობები. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ნებისმიერი მსხვერპლი გასწიოს შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც უკრაინაში საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ზელენსკის ამ განცხადებასაც „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად გამოიყენებს.

„თავიდანვე ვითხოვდით, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო გადაყვანილი და თუ ეს მოხდება, არ იქნება ურიგო. სამწუხაროა, რომ შიდა დაპირისპირებას გადაჰყვა საგარეო ურთიერთობები. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ნებისმიერი მსხვერპლი გასწიოს შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის. ამ ნაწილში არაფერი ადეკვატურობა არ ჩანს, პირიქით, ამას გამოიყენებენ იმისთვის, რომ თქვან: „აი, ნახეთ, რა ცუდია უკრაინის მთავრობა“. უკრაინის მთავრობა შეიძლება ასე ან ის იქცეოდეს, მაგრამ უკრაინის მოქალაქეზეა საუბარი და მას ამის უფლება აქვს, თავის მოქალაქეზე ზრუნავს. პასუხისმგებლიანი მთავრობა ამ საკითხს სხვანაირად მიუდგებოდა,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის