ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ველისციხეში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიება ყოფილიყო

ადგილობრივების განცხადებით, ველისციხეში მომხდარ მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.

აღნიშნულის კონტექსტში, მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევის მოტივი შურისძიება ყოფილიყო.

„როგორც ამბობენ, შემთხვევამდე ეს ბიჭი [მკვლელობაში ბრალდებული] სცემეს - დილით ადრე გამოსულან და ერთ-ერთს უცემია. როგორც ჩანს, ეს ბიჭი სახლში ჩავიდა, იარაღი აიღო და დაბრუნდა - მოხდა შურისძიება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, უშუალო მკვლელობის მომენტამდე შეკამათების ან დაპირისპირების ხმა არავის გაუგია.

„არავითარი შეკამათება არ ყოფილა. ისინი, ვინც დაღუპული არიან, ისეთები არიან, რომ კონფლიქტი არ შეიძლება ყოფილიყო. თვითონ ამასაც მათთან არავითარი ურთიერთობა, შეხება, ამხანაგობა არ ჰქონია. სულ სხვა კატეგორია ხალხია ისინი და ეს სხვა კატეგორიის ბიჭია. გუშინ საღამოს ვნახე ეს ბიჭი, მომიკითხა, როგორ ბრძანდებითო. რა იყო მიზეზი, ალბათ, ვინც ადგილზე შეესწრო, იმას ეცოდინება“, - განაცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა დღეს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის