კელი დეგნანი - საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს, ამ აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ - იმედი მაქვს, დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით მოახერხებენ, განსხვავებულობის დაძლევას

საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩემზე არ არის უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაციის კომენტირება დამოკიდებული. თვალსაჩინოა, რომ ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია. რუსეთი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზეც და საქართველოზეც.

დასაწყისიდან ჩვენ რაც ბევრჯერ ვთქვით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ, ერთად შეიკრიბონ. ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ და იმედი მაქვს, რომ დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით ისინი მოახერხებენ მათ შორის არსებული განსხვავებულობის დაძლევას”, - განაცხადა დეგნანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია