დავით უსუფაშვილი - საქართველოს ელჩი უკრაინიდან გამოძევებული არ არის - საქმე აქამდე არ მისულა და იმედი მაქვს, არ მივა

საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ლელოს“ ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

როგორც ამ კონტექსტში უსუფაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილთან როგორც პატიმართან ურთიერთობაში საერთაშორისო სტანდარტებია გასაზიარებელი და გასათვალისწინებელი.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ინტენსიური დიალოგი უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება თავიდან იყოს აცილებული.

„საქართველოს ელჩი უკრაინიდან გამოძევებული არ არის - საქმე აქამდე არ მისულა და იმედი მაქვს, არ მივა. კი, დიპლომატიის პრაქტიკაში ეს არის არაორდინალური სვლა, თუმცა ელჩი გამოძევებული არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც გამოძევდება.

ზოგადად დაუშვებელია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა იყოს. „ქართული ოცნება“ მოქცეულია იმ რაღაც გაუგებარ პოლიტიკურ ველზე, სადაც ნომერ პირველ პარტნიორთან მტრად არის მოკიდებული - რის გამო? იმის გამო, რომ უკრაინელები ამბობენ, გადმოგვეცით ჩვენი მოქალაქე, რომელიც მანდ ციხეში გიზით და ასე შემდეგ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი უკრაინაში დაიბაროს, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზონ, რათა ოფიციალურ თბილისთან სააკაშვილის საკითხზე, კონსულტაციები გამართოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის