საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ლექცია წაიკითხა

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ნატოს პოლიტიკა გააცნო. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ირენ ფელინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა - მან ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის სისტემაში გენდერული პერსპექტივებისა და ქალთა ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება მიმდინარე პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობაზე გაამახვილა.

„ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დამსწრეებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გაწეული სამუშაო გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ოპერაციებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და უსაფრთხოების სექტორში ქალთა მონაწილეობის შესახებ.

ღონისძიებას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი