ლევან ხაბეიშვილი - ქვებით დასდევენ პენსიონერებს, წარმოუდგენელია - ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ „რუსული ოცნება“ პანიკაშია

ქვებს ისვრიან. წარმოუდგენელია, ქვებით დასდევენ პენსიონერებს - ამას აკეთებენ სუს-ის „ნასედკები“, საჯარო მოხელეები, „კაგებეშნიკი“ ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის მოგზავნილები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მას, თანაპარტიელებთან ერთად პენსიონერებთან შეხვედრის დროს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რომ „რუსული ოცნება“ პანიკაშია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ხალხთან. ორგანიზატორი არის გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსი; გომელაური - ეს რუსები არიან ორგანიზატორები, „კაგებეშნიკის“ ოჯახში აღზრდილი კობახიძე. მეტი არ იცის, მეტი ინსტრუქცია არ უსწავლებიათ კრემლიდან. რაც იცის, იმას აკეთებს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან, ხმაურია.

კერძოდ, ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის