პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიში გააცნო, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიში გააცნო, კითხვა-პასუხის ნაწილში დაიხურა.

საჯარო მხოლოდ ანგარიშის წარდგენა იყო. სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას ოპოზიცია არ დაეთანხმა.

მათ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს ირაკლი ბერაიას შესთავაზეს, რომ კითხვების ნაწილი ყოფილიყო ღია და დახურულიყო პასუხების ის ნაწილი, რომელიც სენსიტიური ინფორმაციის შემცველი იქნებოდა.

ბერაიამ მათ პასუხად განმარტა, რომ თავად კითხვები შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაციისა და მინიშნებების შემცველი, რისი გასაჯაროებაც მიზანშეწონილი არ არის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც კანონმდებლებს აპრილის თვეში წარედგინა, პარლამენტის სამი კომიტეტის - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

მომხსენებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის