თეონა აქუბარდია - სუს -ის ანგარიშში ნათქვამია, რომ „მეორე ფრონტის“ თემას რუსეთი იყენებს ანექსიის გაძლიერებისთვის ოკუპირებულ რეგიონებში - ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ დეზინფორმაცია „მეორე ფრონტზე“ ეხმარება კრემლს ანექსიის დაჩქარებაში

სუს -ის ანგარიშში ნათქვამია, რომ „მეორე ფრონტის“ თემას რუსეთი იყენებს ანექსიის გაძლიერებისთვის ოკუპირებულ რეგიონებში - ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ დეზინფორმაცია „მეორე ფრონტზე“ უპირისპირდება ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს და ეხმარება კრემლს ანექსიის დაჩქარებაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ სუს-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაუშვებელია ის პოლიტიკური ენა, რაც ანგარიშშია მოცემული და ანგარიში არ ასახავს ადეკვატურ გამოწვევებს.

„ანგარიშის ოკუპაციის ნაწილში არის ობიექტური მოცემულობა აღწერილი და (ნათქვამია) ის, რომ „მეორე ფრონტის“ დეზინფორმაციას რუსეთი იყენებს ანექსიის პროცესის გაძლიერებისთვის ოკუპირებულ რეგიონებში, თუმცა, იქვე წერია, რომ რადიკალური ძალები საქართველოს ომში ჩართვას აპირებენ, ეს არის ურთიერთწინააღმდეგობრივი. ჩანს, სად არის პოლიტიკური შეფასება და სად არის ობიექტური შეფასება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის აპოლიტიკური თავის არსით და დაუშვებელია ის პოლიტიკური ენა, რაც ანგარიშშია მოცემული და არ ასახავს ადეკვატურ გამოწვევებს რაც ქვეყანაშია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ დეზინფორმაცია „მეორე ფრონტზე“ უპირისპირდება ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს, რამდენადაც ეხმარება კრემლს დააჩქაროს ანექსიური პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, სუს- ის ანგარიშს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილავენ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა