„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ტერიტორიის დატოვებამდე მათ დააანონსეს, რომ ნაწილი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებდა, ნაწილი კი ადგილზე დარჩებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ფესტივალის მოწინააღმდეგეებმა ტერიტორია სრულად დატოვეს.

დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო ფესტივალის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, ღონისძიების ჩაშლის მიზნით მივიდა. მათ ტერიტორიაზე შესვლის არაერთი მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. აღნიშნულის გამო პოლიციასა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება არაერთხელ მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

საბოლოოდ, პრაიდის მოწინააღმდეგეებმა მაინც შეძლეს ლისის ტბის ტერიტორიაზე შეღწევა, სადაც ფესტივალის მონაწილეების ნახვას ცდილობდნენ, თუმცა აღნიშნული პირები მათ ადგილზე არ დახვდათ.

ამის შემდეგ მოწინააღმდეგე პირებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე „პრაიდ ფესტივალისთვის“ გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

მთელი დღის განმავლობაში, ლისის ტბის როგორც შიდა, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიცია იყო მობილიზებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს