"გირჩი" საკანონმდებლო ბაზიდან ტერმინის - "გენდერი" ამოღების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი" საკანონმდებლო ბაზიდან ტერმინის "გენდერი" ამოღების ინიციატივით გამოდის და პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავს, რომლის მიხედვით, ყველა იმ კანონში, სადაც ნახსენებია "გენდერი", ცვლილება შედის.

"გირჩის" პროექტის გათვალისწინებთ, "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონს "საქართველოს კანონი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონი დაერქმევა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

"ჩვენი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან გაქრეს ტერმინი "გენდერი". ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომლის განსხვავება ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, ქრომოსომების მეშვეობით.

ტერმინი გენდერი კი, ამის საწინააღმდეგოდ, იმგვარია, რომ მისი ნებისმიერი გამოყენება კანონმდებლობაში ბუნდოვანებას აჩენს. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი განმასხვავებელი დამახასიათებლები. შეუძლებელია, რომ მესამე პირმა დაადგინოს, თუ რა "იდენტობის" მატარებელია ის ადამიანი, ვინც სამყაროს "იდენტობის" პრიზმით უყურებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ამ ტერმინს მოიცვას, არის ბუნდოვანი და პრაქტიკაში მისი აღსრულება შეუძლებელია.

ამასთან ერთად, არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ რა დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ გარემოებების იგნორირება და "იდენტობის" პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზების მცდელობები.

ასე, ამერიკაში სპორტის რიგ სახეობაში, ნებართვა მიეცა კაცებს მიიღონ მონაწილეობა ქალების ტურნირებში მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ისინი საკუთარ თავს "ქალებად აიდენტიფიცირებდნენ". შედეგად, ცურვაში და კიდევ რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში, ქალად გამოცხადებული კაცების დომინირება დაფიქსირდა, რასაც ამ დისციპლინების პროფანაცია და განადგურება მოსდევს.

მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაპირველად ამ იდენტობის პოლიტიკის ჩვენ კანონმდებლობაში შემოღება სათანადო კრიტიკული დისკუსიის გარეშე განხორციელდა, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო დაფუძნებული არის იმ რწმენაზე, რომ ადამიანს შეუძლია "თვითიდენტიფიცირება" როგორც ნებისმიერი სქესის თუ არსების წარმომადგენელი, იქნება ეს მამრობითი, მდედრობითი სქესი თუ სხვა "სქესის" ან სახეობის ნებისმიერი რიგი, ბიოლოგიის გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონში ტერმინი გენდერი განმარტებულია როგორც – "სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე" ანუ შეიძლება ითქვას, რომ ვერავინ გაიგებს რამეს, თუ რა არის გენდერი ან თუ როგორ შეიძლება მისი იდენტიფიკაცია, გარდა იმისა, რომ სიტყვაზე ენდო იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ამა თუ იმ სქესს ან არსებას აიდიტინფიცირებს", - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც "გირჩის" აღნიშნავს, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონით დაცულია გენდერული იდენტობა და გამოხატვა.

"გენდერული იდენტობაში იგულისხმება ის, თუ როგორ აიდენტიფიცირებს ბიოლოგიურად მდედრობითი და მამრობითი ადამიანი თავს. ქალი შეიძლება იყოს ბიოლოგიურად მამაკაცი და პირიქით. ამ კანონმდებლობით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ სქესისგან, რომელიც მას დაბადებისას მიენიჭა. თუმცა აღსანიშნავია, რომ "გენდერული იდენტობა" თანამედროვე განმარტებით შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ათეულ „იდენტობას“ და არა მხოლოდ "ქალს" და "კაცს". შეიძლება ამგვარი არეულობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს საზოგადოებაში ტერმინი "სქესი’" და "გენდერი" ხშირად ურთიერთშემნაცვლებელი ტერმინებია, რის გამოც ადამიანების დიდი ნაწილისთვის გენდერი გაიგივებულია ბიოლოგიურად მამრობით და მდედრობით სქესთან. ეს გარემოება კი სათანადო თემებსა თუ პრობლემებზე საზოგადოებრივი დისკუსიის სიმწირით შეიძლება აიხსნას. ფაქტობრივად, აღნიშნული კანონმდებლობა ვითომ "კარგი დასავლური პრაქტიკის" კოპირების მიზნით, ჩვენი მოსახლეობისთვის გაუგებარი და ბევრ შემთხვევაში სამართლიანად მიუღებელი წესრიგის ძალით დანერგვის მცდელობა. ეს კი ამ ნორმების ბუნდოვანებასთან და პრაქტიკაში აღსრულების შეუძლებლობასთან ერთად, ადამიანებს შორის კონფლიქტების ზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს", - აცხადებს "გირჩი".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი