ჯო ბაიდენი დღეს რიში სუნაკს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს და მეფე ჩარლზს შეხვდება.

BBC-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბაიდენი და სუნაკი სხვადასხვა საკითხს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე მოკავშირე, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ აშშ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდებას გეგმავს.

რიში სუნაკმა შეერთებული შტატები პირდაპირ არ გააკრიტიკა, მაგრამ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთია იმ 123 ქვეყნიდან, რომელმაც ხელი მოაწერა კასეტური საბრძოლო მასალის კონვენციას, საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს ამ სახის იარაღის წარმოებას ან გამოყენებას.

შეერთებული შტატები კი აცხადებს, რომ ასეთი საბრძოლო მასალის მიწოდება საჭიროა, რადგან უკრაინის იარაღის მარაგი მცირდება.

ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს შემდეგ კი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება, სადაც ორ დღეს გაატარებს. ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერებთან შეხვედრებში და ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა. ლიეტუვის შემდეგ ბაიდენი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩავა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის