პატრიარქი კირილი - ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთში რუსეთს იმედით უყურებს, როგორც უკანასკნელ ციხესიმაგრეს - ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება  ბოროტების სრული ბატონობის ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი

ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთში რუსეთს იმედით უყურებს, როგორც ქვეყანას, რომელიც აფერხებს ანტიქრისტეს სამყაროში მოსვლას. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

„დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთი, დიდი ყურადღებით და იმედით უყურებს რუსეთს, როგორც უკანასკნელ ციხესიმაგრეს. ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის, ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ დროს ჩვენს ეკლესიას ეკისრება უზარმაზარი სულიერი პასუხისმგებლობა თავისი ხალხისთვის, ქვეყნის წინაშე და მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

მან ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ „დიდი ისტორიული ღვაწლი შეასრულა - რუს ხალხს რწმენა შეუნარჩუნა".

„დღეს ჩვენ გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჩვენი ხალხის სულიერი აღორძინებისთვის უკვე საკმარისი კეთილგანწყობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის პირობებში. ღვთის კურთხევა იყოს რუსეთზე, ჩვენს საყვარელ სამშობლოზე. ჩვენს ეკლესიაზე და ამ წმინდა მონასტერზე“, - განაცხადა მან.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება