სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძე WIPO-ს გენერალურ დირექტორ დარენ ტანგს შეხვდა.

როგორც „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინტელექტუალური საკუთრება უმთავრესი გასაღებია თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ, უპირველესად კი საჭიროა მეტი ცოდნა, უფრო დიდი და ყოვლის მომცველი კამპანია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

„საქართველო ამ კამპანიას აქტიურად ეწევა. სასკოლო განათლებაში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების დანერგვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში გადამზადდა 28 სკოლის 108 მასწავლებელი, ჩატარდა 700 გაკვეთილი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელსაც დაესწრო 2200 მოსწავლე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „საქპატენტისა“ და WIPO-ს მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, კერძოდ, „საქპატენტისა“ და WIPO-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული იქნა საერთაშორისო კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში", რომლის ფარგლებში WIPO-ს გენერალური დირექტორი დარენ ტანგი იმყოფებოდა საქართველოში. გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური ღონისძიებაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, რომელიც თბილისში გაიმართა და 64 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები - „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას, ასევე კერძო სექტორისა და მართლმსაჯულების სისტემისთვის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სასწავლო კურსების დანერგვის პროექტი.

„საქპატენტის“ თავმჯდომარემ დარენ ტანგს მადლობა გადაუხადა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის, საუბრისას დარენ ტანგი, თავის მხრივ, მიესალმა „საქპატენტისა“ და WIPO-ს თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ აფასებს მხარეების ერთობლივ ძალისხმევასა და სურვილს განავითარონ და დახვეწონ ინტელექტუალური საკუთრების სისტემა საქართველოში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ WIPO საქპატენტს კვლავაც გაუწევს დახმარებას და ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას.

ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, „საქპატენტის“ თავმჯდომარის საქმიანი შეხვედრები WIPO-ს სხვა ხელმძღვანელ პირებთან - WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ვანგ ბინინგთან და WIPO-ს გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების განყოფილების დირექტორთან ჰაბიპ ასანთან. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრი 1991 წელს გახდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის