გიტანას ნაუსედა - ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 15 წელია ვიმეორებთ ერთსა და იმავე ფრაზას, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატო-ს შეუერთდება, მაგრამ არასდროს გადაგვიდგამს ხელშესახები ნაბიჯი ამ გზაზე - პარადიგმის შეცვლის დროა

15 წლის განმავლობაში, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ვიმეორებთ ერთსა და იმავე ფრაზას, რომ ერთ დღეს, უკრაინა ნატო-ს შეუერთდება, მაგრამ არასდროს გადაგვიდგამს რაიმე ხელშესახები ნაბიჯი ამ გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატო-ს საჯარო ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუკი უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული.

„ამავდროულად, რუსეთს არ უყოყმანია, შეჭრილიყო საქართველოში 2008 წელს და განეხორციელებინა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს, გამოეწვია დესტაბილიზაცია დონბასში და დაეწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. პარადიგმის შეცვლის დროა. ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუკი უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული. მხოლოდ მე-5 მუხლს შეუძლია ნამდვილი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რომელიც შეაკავებს რუსეთს მომავალი აგრესიის განხორციელებისგან. სხვა სასწაულებრივი ალტერნატივები არ არსებობს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იმედია აქვს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები გზას გაუხსნიან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

„ხვალ გვექნება ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა, რაც ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი განახლებაა. ასევე ვიმედოვნებ, რომ გავხსნით გზას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, რასაც მოჰყვება მოწვევა, როგორც კი გარემოებები ამის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის