მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის, გაცილებით უკეთესად - ფაქტია, რომ კაცმა მოიმატა - როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უკეთესად არის და წონაშიც იმატებს.

მისივე თქმით, როცა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგად იქნება, მაშინ ციხეში გადაიყვანენ.

“პოლონელ ექიმებთან ჩემი შეხვედრა არ მოუთხოვიათ. თუ ისინი სურვილს გამოთქვამენ, მე შეხვედრისთვის, რატომაც არა, მზად ვიქნები. კომუნიკაცია “ვივამედის” ექიმებთან მაქვს. ეს ვიცოდი, რომ დღეს პოლონელი ექიმები უნდა ჩამოსულიყვნენ.

მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის. გაცილებით უკეთესად არის, წონაში იმატებს. ამას მე არ ვწყვეტ, როცა კარგად იქნება გადავიყვანთ, აბა რას ვიზამთ. არ იყო ბოლო პროცესზე უკეთესად? - ფაქტია, რომ კაცმა მოიმატა.

როცა საკვებს იღებს ნორმალურად მატულობს და არის ხოლმე კარგად, რომ არ შეჭამს, გახდება ცუდად.

კარგად რომ იყოს წავიყვანდით. არის ხომ ჯერ კლინიკაში, ე.ი. ამის საჭიროება არის”, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს