იუსტიციის მინისტრი - პოლონელი ექიმების მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან განმეორებით შესვლაზე მომართვა ჯერ არ გვქონია, თუმცა მარტივი არ იქნება, რადგან მათ უხეშად ისარგებლეს ჩვენი კეთილგანწყობით

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს პოლონელი ექიმებისგან მესამეპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან „ვივამედში“ განმეორებით შესვლის თაობაზე მიმართვა არ მიუღია.

როგორც ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყოფილ პრეზიდენტთან პოლონელი ექიმების განმეორებით შესვლა „მარტივი არ იქნება“.

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი ამ ადამიანებს, შესულიყვნენ და გაესინჯათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ერთ-ერთი ექიმის მხრიდან განხორციელდა სრულიად გაუგებარი აქტი. ჩვენ მათი მხრიდან ჯერ არ გვქონია მომართვა განმეორებით შესვლაზე, თუმცა აწი ეს მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ მათ უხეშად ისარგებლეს ჩვენი კეთილგანწყობით და ყველანაირი ნორმა დაარღვიეს.

ეს ყველაფერი არის გადასახედი. ვთხოვე საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია და თუ იქნება მოთხოვნა, ამაზე შემდეგში ვიმსჯელოთ, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, მარტივი ვეღარ იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს არავის გაუკვირდება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, ბრეგაძის თქმით, ერთ-ერთი პოლონელი ექიმის ქმედება იყო ეთიკის და სამედიცინო სამართლებრივი ნორმების უხეშად დარღვევა.

„შევეცდები კონკრეტიკაში არ შევიდე სხვადასხვა ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. მსჯავრდებულისგან აღებული იყო გარკვეული ნიმუში და შემდგომში პოლონელმა ექიმმა, რომლის სახელსა და გვარსაც შეგნებულად ახლა არ დავასახელებ, ნიმუში გადაახვია ხელსახოცში და დამალა ფეხსაცმელში“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მოქმედებს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.

„საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ სამართალი აღსრულდეს და მათ შორის სასჯელის აღსრულება არის სამართლის აღსრულება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პატიმრის უფლება დაცულია. როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და მხოლოდ დაკვეთების და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ამაზე რამე სახის კომენტარი არის ზედმეტი. ჩვენ ვმოქმედებთ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა ბრეგაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო