ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს - თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!

ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმით, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა, ქვეყანას არაფერი დაუკარგავს.

„ზოგიერთ სიუჟეტს ბოლო კვირის განმავლობაში მართლა ღიმილით ვუყურებდი. იქ ნაჩვენები იყო, თითქოს ნატო-ს სამიტზე რაღაც სასწაული მოხდა, უკრაინამ დეოკუპაცია შეძლო, ომში გაიმარჯვა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რეალურად რა მოხდა? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, პირდაპირ განაცხადეს ისიც, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება? ნატო უსაფრთხოების გარანტია და ჩვენ ამიტომაც მივისწრაფვით იმისკენ, რომ მათი წევრი გავხდეთ. ნატო-ში თქვეს, რომ ისინი მესამე მსოფლიო ომს ვერ დაუშვებენ და არ სჭირდებათ უკრაინა. ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, ჩვენზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ, საქართველო, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რათა ზედმეტი მოლოდინი არ შევქმნათ და ჩვენს ეროვნულ მიზანს თანმიმდევრულად მივყვეთ. მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს გეგმას და სწორ დროს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

იმით, რომ ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნით წარმოჩინდა, საქართველოს არაფერი დაუკარგავს. ამის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა.

დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას არავის ვუსურვებდი. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იბრძვიან აგრესორის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია