გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობაზე - შინაარსი ვერ გავიგე - რა ვიცით, რომ ნიმუში იყო, რა ვიცით, რომ გაჰქონდა და შემოტანილი არ ჰქონდა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, გაუგებარია ის სკანდალი, რაც პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს მოჰყვა.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა რჩება.

„ვიცი, რომ რაღაც სკანდალი მოხდა. რა სკანდალი იყო, მართალი გითხრათ, შინაარსი ვერ გავიგე. რა ვიცით, რომ ნიმუში იყო? რა ვიცით, რომ გაჰქონდა და შემოტანილი არ ჰქონდა? რა ვიცით, რა ედო ადამიანს ფეხთან?!“, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს