ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები“ გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

განცხადება გაავრცელა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრამაც და რუსეთის გადაწყვეტილებას "სრულიად ამორალური" ნაბიჯი უწოდა.

„დასანანია, რომ რუსეთი ხელს უშლის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებას. შეთანხმების გახანგრძლივება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული სურსათზე ფასების ზრდა და ბაზრის დესტაბილიზაცია. სრულიად ამორალურია, რომ რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. ნიდერლანდები მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლად განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება“, - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმება შეაჩერა. „სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი, რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მის განხორციელებას.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება