ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთთვიან კურსში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების საბაზისო ცოდნის გაზიარებას მოიცავდა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - გრიგოლ გიორგაძე და დავით სუჯაშვილი დაესწრნენ. გრიგოლ გიორგაძემ მონაწილეებს თავდაცვის კოდექსის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. მინისტრის მოადგილეებმა კურსდამთავრებულებს წარმატება უსურვეს და მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან, მამია ბალახაძესთან ერთად სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მსმენელებს ერთი თვის განმავლობაში ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები უტარებდნენ.

შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია