დონალდ ტრამპი - ჩვენ გვყავს კორუმპირებული, თაღლითი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას მესამე მსოფლიო ომში ჩაითრევს

აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის ევროპას იმ შეიარაღების მარაგების აღდგენისთვის საჭირო თანხის გადახდას მოსთხოვს, რომელიც ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოიყენა.

მისივე თქმით, სამი წლის წინ მან სრულად აღადგინა აშშ-ს შეიარაღებული ძალები და ამერიკა ძლიერ გლობალურ პოზიციაზე გაიყვანა.

„ახლა კი არსენალი ცარიელია, მარაგები არ არის, ხაზინა ცარიელია. ჩვენი ქვეყანა სრულიად დამცირებულია და ჩვენ გვყავს კორუმპირებული, თაღლითი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას მესამე მსოფლიო ომში ჩაითრევს“, - დასძინა ტრამპმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა