შალვა ხაჭაპურიძე - დავუშვათ და ჰქონდა პოლონელ ექიმს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცით სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა?! - ხელისუფლება ამას ერთადერთი მიზნით აკეთებს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნას ეფექტი დაუკარგოს

დავუშვათ და ჰქონდა პოლონელ ექიმს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცი სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც "ვივამედში" მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნულ ინციდენტს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლონელი ექიმების დასკვნის დისკრედიტაციისთვის იყენებს.

„მიხვდნენ პოლონელი ექიმები რა დასკვნასაც დადებდნენ, სააკაშვილს რომ შეხედავ რა მდგომარეობაშია, გასაგებია რა დასკვნასაც დადებენ, ეს დასკვნა რომ რამენაირად გააბათილონ და ფასი დაუკარგონ ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს, რომ ჩვენ აწი აღარ შევუშვებთ, აღარ შევამოწმებინებთ და ეს დასკვნა უკვე ყალბია. რატომ არის ყალბი? დავუშვათ და ჰქონდა იმ კაცს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცი სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა, ამ კაცის ბებიის. საიდან ვიცით, რა მტკიცებულებებით?

არეულია აბსოლუტურად ყველაფერი. შეუძლებელია ამას სერიოზული სამართლებრივი შეფასება მისცე. მე პირადად ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი დამაჯერებელი არ არის. დალუქულ ნიმუშთან ამას შემხებლობა არანაირი არ ჰქონია და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება აკეთებს ერთადერთი მიზნით, რომ რამენაირად აზრი, შინაარსი და ეფექტი დაუკარგოს იმ დასკვნას, რომელიც შესაძლებელია დადონ პოლონელმა ექიმებმა“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის