მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი მორაგბე რატი ზაზაძეს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს, მორაგბე რატი ზაზაძეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რატი ზაზაძემ კარიერა მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიწყო. ამჟამად ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარნეულელი სპორტსმენი, რომელიც ირიცხება საქართველოს 21 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში, იგი ასევე კარიერას აგრძელებს, საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის კლუბში "ნევერი".

„მარნეულის მუნიციპალიტეტი ამაყობს ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ მიღწეული წარმატებით. რატი, ამის თვალსაჩინო მაგალითია. მარნეულის მერია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს სპორტულ სკოლასთან თანამშრომლობით. ჩვენთვის ეს მიმართულება პრიორიტეტს წარმოადგენს", - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი, საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, გაიოზ მონიავა, კლუბ არმაზის დირექტორი, გიორგი სოსელია.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება