Politico - უნგრეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 20 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნას ეწინააღმდეგება

უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას, რომელიც უკრაინის არმიის მხარდასაჭერად 20 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გეგმა დღის წესრიგში პირველად გუშინ დადგა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს.

წინადადება ითვალისწინებს წელიწადში მინიმუმ 5 მილიარდ ევროს გამოყოფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რათა დაფაროს უკრაინისთვის იარაღის შესყიდვისა და უკრაინის ძალების წვრთნებისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაღებული ხარჯები.

„მაგრამ შეხვედრის დროს უნგრეთმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა, განაცხადა, რომ ფონდის შექმნის წინააღმდეგი იქნება, სანამ უკრაინა უნგრულ ბანკს, OTP-ს “ომის სპონსორების“ სიიდან არ ამოიღებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გუშინდელი შეხვედრის დროს დაადასტურა, რომ ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო ფონდში 20 მილიარდი ევროს დამატებას აპირებს.

„ჩვენ შევთავაზეთ სპეციალური სესიის შექმნა ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, რათა უზრუნველვყოთ წელიწადში 5 მილიარდი ევრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის“, - განაცხადა ბორელმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!