გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი დასავლური ცივილიზაციის ბრძოლას განასახიერებს და მისი გათავისუფლება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიდი ზეიმი იქნება

მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმისთვის, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ გაიმარჯვოს და მე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ როლს შეასრულებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დასავლური ცივილიზაციის ბრძოლას განასახიერებს და მისი გათავისუფლება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიდი ზეიმი იქნება.

„დღეს ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორობა ქვეყანაში ორპოლუსიან ბრძოლას კიდევ მეტად არ გააღრმავებს. დღევანდელი რეალობა სხვაგვარია. „ქართული ოცნება“ რუსეთის მხარესაა, ხოლო ჩვენ ცივილიზებული სამყაროს მხარეს ვართ და გვინდა, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს. მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმისთვის, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ გაიმარჯვოს. მე, დარწმუნებული ვარ, ის ამ როლს შეასრულებს. დასამალი არ მაქვს, რომ წერილობითი კომუნიკაცია მქონდა, ეს იმიტომ, რომ შეხვედრის საშუალებას წელიწადზე მეტია არ მაძლევენ. მიხეილ სააკაშვილი დასავლური ცივილიზაციის ბრძოლას განასახიერებს და მისი გათავისუფლება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიდი ზეიმი იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, მთავარი რამ, რაც „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსს „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებისგან ასხვავებს, არის გარემო, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, რადგან ბრძოლა არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, არამედ რუსულ და პროდასავლურ პოლუსებს შორისაა.

„დღეს ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კი არა, რუსული და პროდასავლური პოლუსები უპირისპირდებიან. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ჩვენ გვერდით, ჩვენი მიზანია პოლიტიკაში ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანი შემოვიყვანოთ. თუ პროდასავლურ ფლანგზე სხვა მიზიდულობის ცენტრებიც იქნება, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ და პოსტსაარჩევნო პერიოდში ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც ასევე მოიპოვებს ხალხის ნდობას.

მთავარი რამ, რაც ახლანდელ ალიანსს „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებისაგან ასხვავებს, არის გარემო, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. თუ აქამდე ყველა არჩევნები ცუდი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო, ახლა რუსეთის საწინააღმდეგო არჩევნები გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის