ლევან ხაბეიშვილი - „გამარჯვების  პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ცხადია, ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში

„გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, თანამშრომლობა თანასწორობაზეა დაფუძნებული.

„მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის საქმის მოქმედებაში მოყვანა იმისთვის, რომ ამ ხალხის პრობლემები გადაიჭრას დანარჩენი სისულელეები არავის აინტერესებს. ეს არის გამარჯვების პლატფორმა, ჩვენ აუცილებლად თითოეულ მოქალაქეს დავარწმუნებთ, რომ ძალა არის მის ხელში რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად. იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უნდათ ჩვენი ევროპული მომავალი, ყველა კვლევა საუბრობს. არცერთ კვლევაში 90 პროცენტზე ნაკლები არ არის. ეს პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა