გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 ივლისს, 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფელ გლდანში გულისაშვილის, ზაქარია მაისურაძის, გრიგოლ ორბელიანის, ვლადიმერ ჟღენტის, ბარათაშვილის, ბარბარე გამრეკელის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე. 12:00-დან 14:00 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში წოდორეთი, ლისი, მსხალდიდი. 15:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს თბილისში ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, ზემო და ქვემო ლისი, თხინვალა.

ამასთანავე, 11:40-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გამოირთვება თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, გოჯიაანები, ლიშო, მამადაანები, კვერნაულა, სხლოვანი, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი, არტანი. 12:30-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ქ.მცხეთაში მუხრანის, სამხედროს, ვაჟა-ფშაველას, საგურამოს, სანაპიროს, გამარჯვების ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი, ნარეკვავი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან