აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელის სასამართლო რეფორმაზე - სამწუხაროა, რომ კენჭისყრა უმცირესი უმრავლესობით შედგა

სამწუხაროა, რომ კენჭისყრა უმცირესი უმრავლესობით შედგა, გავაგრძელებთ პრეზიდენტ ჰერცოგისა და ისრაელის სხვა ლიდერების მცდელობების მხარდაჭერას პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მცდელობაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საჯაროდ და პირადად არაერთხელ განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში გრძელვადიანი ცვლილებები რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

„სამწუხაროა, რომ კენჭისყრა უმცირესი უმრავლესობით შედგა. გვესმის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, გაგრძელდება უახლოეს კვირებსა და თვეებში, რათა მოხდეს უფრო ფართო კომპრომისი, თუნდაც ქნესეთის საპარლამენტო არდადეგების პირობებში. გავაგრძელებთ პრეზიდენტ ჰერცოგისა და ისრაელის სხვა ლიდერების მცდელობების მხარდაჭერას პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მცდელობაში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ისრაელის ქნესეთმა სასამართლო რეფორმის ფარგლებში სადავო კანონპროექტი გუშინ, 64 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კანონპროექტის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს შეძახილებით: „სირცხვილი!"კანონპროექტის თანახმად, ისრაელის უზენაეს სასამართლოს მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლება აღარ ექნება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება