ბათუმის პორტთან, სადაც მოქალაქეები სოჭიდან საკრუიზო ლანიერის შემოსვლას აპროტესტებენ, პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული - ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან პროტესტის მონაწილეები

ბათუმის პორტის მიმდებარედ, სადაც მოქალაქეები სოჭიდან საკრუიზო ლანიერის შემოსვლას აპროტესტებენ, სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.

ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი შემადგნელობის მობილიზება მოხდა. გარკვეული პერიმეტრზე პოლიციას ტერიტორია ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული.

ადგილზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები. აქციაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

"იქნება პროტესტი, აუცილებლად. თითოეულ მოქალაქეს, ვისაც შეუძლია აპროტესტებს და უნდა იცოდნენ პუტინისტებმა, რომ აქ ვარდებით არავინ დახვდება. ანწუხელიძის მკვლელებს ია-ვარდით ვერ დახვდებიან. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რომ ოკუპირებულია, ვერ დახვდებიან აქ ია-ვარდით. უკრაინაში რომ ტერორიზმს ჩადის პუტინი, ვერ დახვდებიან იმ ხალხს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ბათუმის პორტის მიმდებარედ, მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე სამართალდამცველებმა ბარიკადები აღმართეს და ტერიტორია შემოსაზღვრეს.

მანამდე ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის იყო დაანონსებული. პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. ბათუმის პორტში მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა, მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი ხმაურის და პროტესტის ფონზე დატოვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის