რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსულ საპატრულო ხომალდებზე იერიშის მიტანა სცადეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსულ საპატრულო ხომალდებზე იერიშის მიტანა სცადეს.

უწყების მტკიცებით, შეტევაში სამი საზღვაო დრონი მონაწილეობდა, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამი საზღვაო უეკიპაჟო კატარღით საპატრულო ხომალდებს „სერგეი კოტოვსა“ და „ვასილი ბიკოვს“ შეუტიეს. მცდელობა წარუმატებელი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ხომალდი შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ნაოსნობას აკონტროლებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს