უკრაინული მხარე - რუსმა სამხედროებმა ხერსონში წმინდა ეკატერინეს ეკლესია დაბომბეს, დაჭრილია სამი ადამიანი

რუსმა სამხედროებმა ხერსონში ეკლესია დაბომბეს, დაჭრილია სამი ადამიანი.

ინფორმაციას ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდ პროკუდინი ავრცელებს.

"დარტყმა წმინდა ეკატერინეს ეკლესიაზე განხორციელდა. დაჭრილია ტროლეიბუსის სამი მგზავრი, ერთი მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა პროკუდინმა.

მისივე თქმით, პირველი დარტყმის შემდეგ მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს ეკლესია მეორედ დაიბომბა.

„მაშველებზე თავდასხმებს რუსი სამხედროები ომის პირველი დღიდან ახორციელებენ“, - დასძინა მან.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს